დაშნიანი ვალერიან სპირიდონის ძე (1897)

  • დაბადების თარიღი: 1897 წ.
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • განათლება: დაწყებითი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: "საქართველოს ნავთობის" გარაჟის გამგე
  • პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1928 წლიდან.

  • დაპატიმრების თარიღი: 06/03/1937 წ.
  • ბრალად ედება: რომ იყო შინსახკომის რაიონული განყოფილების მიერ გამოაშკარავებული კ/რ მავნებლური ორგანიზაციის წევრი. "საქნავთობში" ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას, რაც იწვევდა სატრანსპორტო საშუალებების მწყობრიდან გამოყვანას. მანქანების ძრავებისა და სხვა ნაწილების გადაადგილებით გამოჰყავდა ტრანსპორტი მწყობრიდან. თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: მელაძე, მონაწილეობდნენ: რაფავა, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-9, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან