დეკანოსიძე პლატონ იოსების ძე (1907)
- დაბადების თარიღი: 1907 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ხარაგაული
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატის მომარაგება-დამზადების განყ-ბის უფროსი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
- პარტიულობა: სკკპ (ბ) წევრი 1927 წლიდან. 1936 წ. ხულიგნობის გამო პარტიის წევრობა ჩამოერთვა და გახდა სკკპ (ბ) წევრობის კანდიდატი. 1937 წ. გაირიცხა პარტიიდან დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენეთა ახალგაზრდული კ/რ ორგანიზაციის აქტიური წევრი, იცოდა ამ ორგანიზაციის ყველა მიზანი და ამოცანა, მათ შორის ბერიას წინააღმდეგ ტერაქტების მზადების შესახებ და ორგანიზაციის წევრების მიერ საქართველოს საწარმოებში მავნებლური სამუშაოს ჩატარების შესახებ. იზიარებდა და სოლიდარობას უწევდა ორგანიზაციის წევრების ტერორისტულ განწყობილებას. იღებდა დავალებებს ძირგამომთხრელი და ახალი წევრების გადაბირებითი სამუშაოების ჩატარების შესახებ, რაზეც დეკანოსიძე თანხმდებოდა და ამ მითითებას ცხოვრებაში ახორციელებდა.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: ლაზარევი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან