დელავერი ალექსანდრე ევგენის ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი, აფხაზეთის ასსრ
- ეროვნება: ბერძენი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქართველოს კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1927 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს 1937 წელს, როგორც კ/რევოლუციონერი.
- ბრალად ედება: რომ იყო აქტიური მონაწილეკ/რ ტერორისტულ-მავნებლურ-მეამბოხე ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა მმართველობის დამხობასა და კაპიტალიზმის რესტავრაციას. იბირებდა წევრებს კ/რ ორგანიზაციაში და ამ უკანასკნელების ხარჯზე ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას. ასევე იყო კ/რ ორგანიზაციის საგანგებოდ შემოწმებული წევრებისაგან შემდგარი მებრძოლი ტერორისტების ჯგუფის აქტიური წევრი. ამზადებდნენ ტერაქტს საქართველოს კპ(ბ) ცკ მდივან ბერიასა და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარ გოგლიძის წინააღმდეგ. ბრალდებულმა თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულ იქნა ა.ფ. ზაუტაშვილისა და ე.ე. ენუქიძის ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: გოცირიძე, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან