დელავერი ნიკოლოზი ევგენის ძე (1895)
- დაბადების თარიღი: 1895 წ.
- დაბადების ადგილი: აჭარა, ბათუმი
- ეროვნება: არ არის მითითებული
- სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქართველოს კპ(ბ)-ის სოხუმის რაიონული კომიტეტის მდივანი
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ)-ის რიგებიდან გარიცხა 1937 წელს.
- ბრალად ედება: რომ იყო აქტიური წევრი აფხაზეთში მოქმედი მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციისა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ქუჩულორია და გაბაშვილი. ეწეოდა ძირგამომთხრელ მავნებლურ საქმიანობას სოფლის მეურნეობის დარგში. იყო მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის წევრი, აღვივებდა სოხუმის მოსახლეობაში ნაციონალურ შუღლს, ქმნიდა უკმაყოფილებას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. კავშირი ჰქონდა კ/რ ტროცკისტებთან, 1927 წ. მალავდა თავის ტროცკისტულ პლატფორმას. თავი დამანაშავედ არ ცნო მაგრამ საკმარისად არის მხილებული გაბაშვილის ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: პეტროსიანი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან