დემეტრაშვილი იოსებ ივანეს ძე (1894)
- დაბადების თარიღი: 1894 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. თბილისი, საქართველო
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: თბილისის დეპოს მემანქანე
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1926 წლიდან. პარტიიდან გარიცხეს 1936 წელს, როგორც ძველი მენშევიკი.
- დაპატიმრების თარიღი: 11/08/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო მენშევიკური გვარდიის წევრი. საქართველოს სამხედრო გზის მონაკვეთზე წითელი არმიის შემოსვლისას დახვრიტა ორი წითელარმიელი ტყვე. არ გათავისუფლდა მენშევიკური მრწამსისგან. ეწეოდა ა/საბჭოთა აგიტაციას, დისკრედიტაციას უწევდა პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების ღონისძიებებს.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: შავგულიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
წარსულში: მენშევიკი 1917 წლიდან