დემიდოვი ვლადიმერ სტეფანეს ძე (1913)
- დაბადების თარიღი: 1913 წ.
- დაბადების ადგილი: რუსეთი, ს/პეტერბურგი
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: მუშა
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: გაზეთ ,,ახალგაზრდა სტალინელის" რედაქციის ყოფილი თანამშრომელი; დაპატიმრების მომენტში - გაზეთ ,,ზარია ვოსტოკას" ბათუმის განყოფილების გამგის მოადგილე.
- პარტიულობა: ალკკ წევრი 1928 წლიდან, სკკპ (ბ) წევრი 1931 წლიდან; გაირიცხა დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, რომლის ამოცანა იყო სკკპ(ბ)-ს წინააღმდეგ ბრძოლა და საბჭოთა ხელისუფლების დამხობა. კომკავშირში ეწეოდა ძირგამომთხრელ, გამხრწნელ საქმიანობას, რისთვისაც ბოროტად იყენებდა კომკავშირულ პრესას. ჩაშალა გაზეთ ,,ახალგაზრდა სტალინელის" ახალგაზრდა კორესპონდენტების მუშაობა.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: ეზიაშვილი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან