დვალიშვილი ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე (1906)

  • დაბადების თარიღი: 1906 წ.
  • დაბადების ადგილი: ვანის რაიონი, სოფ. ვანი, საქართველო
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • განათლება: დაწყებითი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სანიტარიული განყოფილების სამხედრო კომისარი. უფროსი პოლიტხელი.
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1928 წლიდან.

  • ბრალად ედება: რომ 1) იყო აქტიური წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული ჯაშუშური სამხედრო ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს.მ კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში გეგმავდა ტერაქტებს სკკპ(ბ)-ს და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. 2) შედიოდა საქართველოს სსრ-ში და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში მოქმედი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტულ, ჯაშუშურ, სამხედრო ორგანიზაციაში, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული საქართველოს სსრ-ის საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია. 3) ამ კ/რ ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა გადმომბირებლურ და კ/რ მავნებლურ საქმიანობას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ნაწილებში, რომელიც მიმართული იყო წითელი არმიის საბრძოლო ძალისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ძირის გამოსათხრელად. თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: რიაბოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11.

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

დაამთავრა სამხედრო სკოლა. წითელ არმიაში მსახურობდა 1924 წლიდან. სხვა არმიაში არ მსახურობდა.