დიასამიძე შუქრი ჰასანის ძე (1909)
- დაბადების თარიღი: 1909 წ.
- დაბადების ადგილი: ქედის რაიონი, სოფ. ორცვა, საქართველო
- ოჯახური მდგომარეობა: უცოლშვილო
- ეროვნება: ქართველი (აჭარელი)
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე მუშაობდა ქედის რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის ფინანსური განყოფილების გამგედ.
- საცხოვრებელი ადგილი: დაბა ქედა, საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი; პარტიის რიგებიდან გაირიცხა სოფელში საგადასახადო პოლიტიკის დამახინჯების გამო.
- დაპატიმრების თარიღი: 04/25/1938 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციის მონაწილე აჭარაში. მიზნად ჰქონდა დასახული მავნებლობა, დივერსია სახალხო მეურნეობის ყველა დარგში და საბჭოთა ხელისუფლების დამხობა.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კრუაშვილი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
ჰყავს ძმა საზღვარგარეთ; ემიგრირებულია 1937 წელს.