დინიბეკოვი მიხეილ ალექსის ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, თელავი
- ეროვნება: სომეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - თბილისის სახ. უნივერსიტეტის ლექტორი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი
- დაპატიმრების თარიღი: 09/14/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული ორგანიზაციის აქტიური წევრი, ხოლო შემდგომში წევრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციისა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია. იყო კ/რ ტროცკისტულ- ტერორისტული ორგანიზაციის წევრი. ბრალდებული დინიბეკოვი კ/რ საქმიანობით დაკავშირებული იყო მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის აპარატში არსებულ კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციის ყოფილ ხელმძღვანელთან აწ უკვე გასამართლებულ ზლატა ბრონიკერთან და მარქსიზმ-ლენინიზმის კურსებზე არსებული კ/რ ტროცკისტულ- ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელ გ.ვ. სარჩიმელიასთან. იყო საქმის კურსში კ/რ ორგანიზაციის ტერორისტული გეგმებისა, საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ, კერძოდ კი, ტერორისტული აქტის მზადების შესახებ ლ. ბერიას წინააღმდეგ. 1936 წელს, სახელმწიფო უნივერსიტეტში გადასვლის შემდეგ, ჩაერთო მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის საქმინობაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი კ. ორაგველიძე. ეწეოდა კ/რ საქმიანობას დაპატიმრების დღემდე 14.09.1937. დაკავშირებული იყო ადრე ნასამართლევ კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელ მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის აპარატში ზლატო ბრონიკერთან და ყოფილ კ/რ ორგანიზაციის ხელმძღვანელ გ.ვ. სარჩიმელიასთან. მ.ა. დინიბეკოვისთვის ცნობილი იყო კ/რ ორგანიზაციის დადგენილების შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა ტერაქტის განხორციელებას - ლ.პ. ბერიაზე თავდასხმას. 1936 წ. თბილისის სახ. უნივერსიტეტში სამუშაოდ გადასვლის შემდეგ ჩაერთო მემარჯვენე კ/რ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის კ. ვ. ორაგველიძის მიერ ჩამოყალიბებულ კ/რ ორგანიზაციაში და გააგრძელა მუშაობა კ/რ მიმართულებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გოცირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან