დობროვოლსკაია მარია ვლადიმირის ასული (1893)

  • დაბადების თარიღი: 1893 წ.
  • ეროვნება: რუსი
  • სოციალური წარმომავლობა: ხელოსანი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: აფხაზეთის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მდივანი
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1920 წლიდან

  • ბრალად ედება: რომ იყო კ/რ ტერორისტული ორგანიზაციის წევრი. გადაიბირა 1937 წელს აფხაზეთის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა ჟუჟუნავამ. დობროვოლსკაიამ იცოდა, რომ კ/რ ტერორისტული ორგანიზაცია ამზადებდა საბჭოთა ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას და ტერორისტულ აქტებს პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ. მან მისცა თანხმობა, შეესრულებინათ ყველა კ/რ დავალება, რომელიც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობისგან მოდიოდა. აფხაზეთის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატიდან ჟუჟუნავას გადასვლის შემდეგ დობროვოლსკაია დარჩა სამუშაოდ შინსახკომში და ასრულებდა კ/რ ორგანიზაციის ააგენტის მოვალეობას - გასცემდა აფხაზეთის შინსახკომ-ის მიერ კ/რ-იის წინააღმდეგ მიმართულ ოპერატიულ ჩეკისტურ ღონისძიებებს. ეს ცნობები მას კ/რ ორგანიზაციებისთვის უნდა გადაეცა ჟუჟუნავას მეშვეობით. თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: მარტიროსოვი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან