დორმიდონტოვი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. თბილისი, საქართველო
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: მუშა
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: წითელ არმიაში მსახურობდა 1931 წლიდან. დაპატიმრებამდე იყო 203-ე სატანკო ბატალიონის კომისარი. წოდება -პოლიტხელი.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1921 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა ამ საქმის გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო აქტიური წევრი კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს.მ კიროვის ავაზაკური მკვლელობა და შემდგომ წლებში გეგმავდა ტერაქტებს სკკპ(ბ)-ს და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; 1929-30 წლიდან იყო კ/რ საბრძოლო, ტროცკისტულ ორგანიზაციის წევრი, რომელსაც მიზნად ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია; ეწეოდა კ/რ მავნებლობას საკოლმეურნეო მშენებლობაში და წითელ არმიაში, რომელიც მიმართული იყო მუშათა და გლეხთა წითელ არმიის ბრძოლისუნარიანობის შესუსტებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის დაქვეითებისკენ; გეგმავდა ახალი პირების გადაბირებას კ/რ ორგანიზაციაში. თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ფილატოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან