დოშოიანი ლეონ არტემის ძე (1906)
- დაბადების თარიღი: 1906 წ.
- დაბადების ადგილი: ყირიმი, ქ. სიმფეროპოლი, რუსეთი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქართველოს სსრ-ს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მეორე განყოფილების ოპერთანამშრომელი
- ბრალად ედება: რომ 1935 წელს გაგრაში ყოფნის დროს გადაბირებულ იქნა კ/რ ნაციონალისტურ, დაშნაკურ, ტერორისტულ-მეამბოხე ორგანიზაციაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს პირველი განყოფილების მოადგილის არამ დოშოიანის მიერ. ასრულებდა კონტრრევოლუციურ დავალებებს. არამ დოშოანს აწვდიდა ინფორმაციას მთავარი სახელმწიფო მანქანების მოძრაობის მარშუტისა და აგრეთვე პარტიისა და მთვარობის ხელმძღვანელთა ჩამოსვლა-წასვლის შესახებ. ბრალდებულმა თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულ იქნა ა.ს. დოშოაიანისა და ს.ა. პეტროსიანის ჩვენებების საფუძველზე.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: მოვსესოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან