დუმბაძე პეტრე ლუარსაბის ძე (1897)
- დაბადების თარიღი: 1897 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ბორჯომი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: აზნაური
- განათლება: უმაღლესი სამედიცინო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - სამთო მსროლელთა 63-ე დივიზიის სანიტარიული სამსახურის უფროსი, წოდება - მეორე რანგის სამხედრო ექიმი.
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ 1. იყო კონტრრევოლუციური სამხედრო ორგანიზაციის წევრი 1935 წლიდან. 2. ეწეოდა მოსამზადებელ სამუშაოებს კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში ახალი წევრების გადასაბირებლად. 3. ნაწილების სანიტარიული მომსახურებისას ეწეოდა მავნებლობას.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ცუცქირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-11, 58-1-ბ
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან