ებრალიძე თამარ ერმილეს ასული (1910)
- დაბადების თარიღი: 1910 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი, საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ტრესტ "საქჩაის" სალიბაურის ჩაის მეურნეობის ექიმი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველო, სალიბაურის ჩაის საბჭოთა მეურნეობა
- პარტიულობა: უპარტიო
- დაპატიმრების თარიღი: 04/30/1938 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი მემარჯვენე კ/რ ორგანიზაციისა, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული საკავშირო კპ(ბ)-ს და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ბრძოლა და საბჭოთა ხელისუფლების დამხობა. კ/რ მემარჯვენე ორგანიზაციის წევრის დავალებით ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას მუშათა შვილების ჯანდაცვის დარგში, წინასწარი ზომების არ მიღებით, რითაც გამოიწვია ბავშვთა მაღალი სიკვდილიანობა. თავი დამნაშავედ არ ცნო.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კრუაშვილი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-7, 58-10, 58-11.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
თამარ ებრალიძის დედა იმყოფებოდა გადასახლებაში ა/ს საქმიანობისათვის. მისი მამა იყო ყოფილი მენშევიკი, არალეგალურად გადავიდა საზღვარზე 1929 წელს.