ეგიაზაროვი სტეფანე ბაგრატის ძე (1907)
- დაბადების თარიღი: 1907 წ.
- დაბადების ადგილი: აზერბაიჯანი, შემახა, სოფ.კერკენდი
- ეროვნება: სომეხი
- სოციალური წარმომავლობა: ვაჭარი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე იყო თბილისის სამხედრო სასწავლებლის პოლიტიკური განყოფილების აღრიცხვის ინსტრუქტორი. წოდებით - პოლიტხელი.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი; 1933 წელს მეუღლის ცემის გამო მიიღო მკაცრი გაფრთხილება და პარტიული სასჯელი.
- ბრალად ედება: რომ 1935 წლის აპრილში ხალხის მტერმა ტერ-დავთიანმა იგი გადაიბირა კ/რ ტროცკისტულ ორგანიზაციაში და მას შემდეგ ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას თბილისის სამხედრო სასწავლებლის პარტიულ-პოლიტიკურ სფეროში, რაც მიმართული იყო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შესუსტებისაკენ. წაყენებულ ბრალდებებში თავი დამნაშავედ ცნო.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული., მომხსენებელი: დუდკინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან