ეგიკოვი სერგო ლაზარეს ძე (1893)
- დაბადების თარიღი: 1893 წ.
- დაბადების ადგილი: ქ.ახალქალაქი, საქართველო
- ეროვნება: სომეხი
- სოციალური წარმომავლობა: მეფის არმიის პოლკოვნიკი
- განათლება: არასრული უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქართველოს კომუნისტური პარტიის ტყვარჩელის ქვანახშირის მაღაროს პარტიული კომიტეტის მდივანი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი, პარტიიდან გარიცხეს კონტრრევოლუციურ-დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციისადმი კუთვნილების გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი კ/რ დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას კ/რ მავნებლური, დივერსიული, პარტიისა და მთავრობის წევრების წინააღმდეგ. ტერორისტული აქტების მოწყობის, ჯაშუშობითა და სამხედრო აჯანყების გზით. კ/რ ორგანიზაციის დავალებით ტყვარჩელის ქვანახშირის მაღაროში ეწეოდა მავნებლობას, რომელმაც ჩაშალა ქვანახშირის მოპოვების 1937 წლის გეგმა. ეწეოდა მავნებლობას მაღაროს კაპიტალური მშენებლობის, მუშათა მომარაგების საქმეში და მაღაროს მიაყენა მატერიალური ზარალი 4.305.042 მანეთისა და 2 კაპიკის ოდენობით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ბეჟანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-10
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან