ელიავა შალვა ზურაბის ძე (1885)
- დაბადების თარიღი: 1885 წ.
- ეროვნება: ქართველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სსრკ-ის მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისრის მოადგილე.
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. მოსკოვი, რსფსრ
- პარტიულობა: საკავშირო კპ (ბ)-ს წევრი 1904 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა 1937 წელს კ/რ საქმიანობის გამო.
- დაპატიმრების თარიღი: 06/21/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი საქართველოში. იყო რა უშუალოდ დაკავშირებული მემარჯვენეთა საკავშირო კ/რ ცენტრთან, მონაწილეობდა ტერაქტების მომზადებაში საბჭოთა მთავრობისა და საკავშირო კპ (ბ)-ს ხელმძღვანელების წინააღმდეგ. კავშირი ჰქონდა საკავშირო კ/რ სამხედრო ცენტრთან და ეწეოდა აქტიურ ჯაშუშურ-სადაზვერვო საქმიანობას ზოგიერთი უცხოური სახელმწიფოს სასარგებლოდ. თავი ცნო დამნაშავად.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კრიმიანი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-а, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
რეაბილიტაცია: ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალმა და განაჩინა: საქ. სსრ შინსახკომის სამეულის 1937 წლის 3 დეკემბრის