ემჩინოვი სტეფანე მიხეილის ძე (1884)

  • დაბადების თარიღი: 1884 წ.
  • სოციალური წარმომავლობა: მეშჩანი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე მუშაობდა სახკინმრეწვში ბუღალტრად.
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ 1. იყო გერმანიის დაზვერვის რეზიდენტი. ეწეოდა აქტიურ ჯაშუშურ საქმიანობას სსრკ-ს წინააღმდეგ ფაშისტური გერმანიის სასარგებლოდ. 2. გერმანიის დაზვერვის აგენტთა დავალებით ეწეოდა გადაბირებით საქმიანობას და ჯაშუშური მიზნებისათვის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და ფაშისტური გერმანიის სასარგებლოდ გადაიბირა 16 ადამიანი. თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ვასილენკო, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1.

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მეფის არმიის ყოფილი ოფიცერი; ბოლო წოდება - პორუჩიკი. 1914-1918 წლებში იყო ტყვედ გერმანიაში.