ენუქიძე გალაქტიონ ლუკას ძე (1900)

  • დაბადების თარიღი: 1900 წ.
  • დაბადების ადგილი: ამბროლაურის რაიონი, სოფ. წკადისი, საქართველო.
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქართველოს სსრ სახელმწიფო კინომრეწველობის ჯგუფის ადმინისტრატორი
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1926 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს 1937 წელს კონტრრევოლუციონერ ტროცკისტებთან კავშირის გამო.

  • დაპატიმრების თარიღი: 01/11/1938 წ.
  • ბრალად ედება: რომ 1. 1927 წელს მონაწილეობა მიიღო კ/რ ტროცკისტულ შეკრებაში. 2. მჭიდროდ იყო დაკავშირებული მხილებულ აქტიურ ხალხის მტრებთან, კ/რ ტროცკისტებთან წილოსანთან და ძიგრაშვილთან. ასევე ანტისაბჭოურად განწყობილ ელემენტებთან, რომლებიც მისი თანდასწრებით ეწეოდნენ ანტისაბჭოთა და კ/რ ნაციონალისტურ საუბრებს. 3. საქმის კურსში ჩააყენა წილოსანი , რომ შინსახკომის ორგანოები მისით დაინტერესდნენ. 4. გადასცა წასაკითხად ანტისაბჭოურად განწყობილ მორიგე ექიმ თავართქილაძეს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სრულიად საიდუმლო მონაცემები, სადაც მოცემული იყო მაკომპრომიტირებელი მასალები თავრთქილაძის შესახებ. 5. გამოთქვა პროვოკაციული შეხედულებები ამხ. კიროვის მკვლელობის გამო და სახლში ინახავდა ხალხის მტრების სურათებს.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-10, 58-11.

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

1921-დან 1937 წლამდე მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში იყო ხელმძღვანელ თანამდებობაზე.