ენუქიძე ევდოკიმე ერმილეს ძე (1907)
- დაბადების თარიღი: 1907 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ვანი, სოფ. გორა
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქ. კპ(ბ) ცკ-სთან არსებული პარტიული აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების ბეჭდვითი საქმის ინსტრუქტორი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1932 წლიდან. გაირიცხა 1937 წ. კ/რ საქმიანობისათვის.
- ბრალად ედება: რომ 1935 წლის გაზაფხულიდან იყო მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტული, მავნებლური ორგანიზაციის აქტიური წევრი, რომელშიც გადაიბირა აწ უკვე გასამართლებულმა ხალხის მტერმა კ. შ. ორაგველიძემ. ბრალდებული ე. ე. ენუქიძე იბირებდა ახალ წევრებს კ/რ ორგანიზაციაში და მათი საშუალებით ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას ბეჭდვითი საქმის დარგში. იყო კ/რ ორგანიზაციის ტერორისტული გეგმების საქმის კურსში და ხალხის მტრების ე. ბედიას, ვ. გოგიშვილის და აწ უკვე გასამართლებული კ. ორაგველიძის დავალებით ამზადებდა ტერაქტს საქართველოს სსრ კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის მდივნის ლ. ბერიას წინააღმდეგ. თავი დამნაშავედ ცნო. მხილებულია კ.შ. ორაგველიძის და შ.ნ. სიხარულიძის ჩვენებების საფუძველზე.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: გოცირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან