ერაბეკი ანტონ ანტონის ძე (1895)

  • დაბადების თარიღი: 1895 წ.
  • ეროვნება: გერმანელი
  • განათლება: საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - თერძი ყარაიაზის(გარდაბნის) რაიონის სოფელ ახალ ულიანოვკაში
  • საცხოვრებელი ადგილი: გარდაბნის (ყარაიაზი) რ-ნი, სოფ. ახალი ულიანოვკა საქართველოს სსრ.

  • დაპატიმრების თარიღი: 01/04/1938 წ.
  • ბრალად ედება: რომ იყო გერმანიის ჯაშუში-მეამბოხე. 1925 წელს გადაიბირა თბილისში გერმანიის კონსულმა ჯაშუშური საქმიანობისათვის, რომელსაც ეწეოდა დაპატიმრების დღემდე. შექმნა მეამბოხე დაჯგუფება და ეწეოდა აქტიურ ფაშისტურ აგიტაციას. თავი სრულებით ცნო დამნაშავედ. მხილებულია რ.მ. ხუციშვილის, ე.მ. შპიცის, ო.ფ. გროსმანის ჩვენებებით და ხუციშვილთან დაპირისპირებებით. ერაბეკი ა.ა. 1927 წელს კიროვაბადში გადაიბირეს ჯაშუშური საქმიანობისთვის გერმანიის სასარგებლოდ. 1936-37 წწ ერობეკმა ყარაიაზის რაიონში ანტისაბჭოურად განწყობილი ელემენტებისგან, ყოფილი კულაკებისა და ვაჭრებისგან, შექმნა კონტრრევოლუციური ჯაშუშურ-მეამბოხური ორგანიზაცია, რომელიც ეწეოდა ფაშისტურ აგიტაციას და ქმნიდა მარცხმოსურნეობით განწყობილებას. თავი დამნაშავედ ცნო.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ლაპინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
  • მუხლი: 58-6, 58-10, 58-11.

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

1923 წელს მიიღო ავსტრიის ეროვნული პასპორტი, მაგრამ არ დარეგისტრირდა, როგორც სხვა მოქალაქეობის მქონე, ჩამოვიდა სსრკ-ში, როგორც სამხედრო ტყვე. ავსტრიის მოქალაქე.ავსტრია-უნგრეთის არმიის უნტერ-ოფიცერი.