ერისთავი ალექსანდრე სერგოს ძე (1891)
- დაბადების თარიღი: 1891 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: აზნაური
- განათლება: განათლებული
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - აჭარკოოპკავშირის თავმჯდომარე
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1917 წლიდან.
- დაპატიმრების თარიღი: 07/15/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტული დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციისა, რომლის მიზანს წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელებზე ტერორისტული აქტების განხორციელების და დივერსიულ-მავნებლური საქმიანობის განხორციელებით სახალხო მეურნეობის დარგში. ა.ს. ერისთავი კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა 1936 წ. აწ გასამართლებულმა ხალხის მტერმა, საქართველოს მემარჯვენეთა კ/რ ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა გ. ა. მგალობლიშვილმა. კ/რ ორგანიზაციაში შესვლის დღიდან, დპატიმრების დღემდე (15- VII-1937 წ.) ბრალდებული ერისთავი ეწეოდა კ/რ ძირგამომთხრელ საქმიანობას კოოპერაციის ხაზით - მოსახლეობის ფართო მოხმარების საქონლით მომარაგების ხაზით ტვირთბრუნვის გეგმის ჩაგდების და სხვ. გზით. იყო საქართველოში მემარჯვენეთა კ/რ ცენტრის მიერ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ყველა მეთოდის საქმის კურსში და განხორიცელებული კ/რ საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებდა უშუალოდ მემარჯვენეთა კ/რ ცენტრის ხელმძღვანელს, აწ გასამართლებულ ხალხის მტერს, გ. მგალობლიშვილს. თავი არ ცნო დამნაშავედ. მხილებულია გ.ა. მგალობლიშვილის, ზ.პ. ჩახვაძის, ბ.გ. მდივანის და სხვათა ჩვენების საფუძველზე.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გოცირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან