ეჯიბია ილარიონ თეიმურაზის ძე (1886)

  • დაბადების თარიღი: 1886 წ.
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ამიერკავკასიის რკინიგზის მატარებლების კონტროლიორი
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, ცინცაძის ქ. N8
  • პარტიულობა: უპარტიო, საკავშირო კპ(ბ)-დან გარიცხეს 1935 წელს საკუთარი წარსულის დამალვის გამო.

  • დაპატიმრების თარიღი: 09/25/1937 წ.
  • ბრალად ედება: რომ საკავშირო კპ(ბ)-ში შესვლისას დამალა საკუთარი წარსული. იყო მენშევიკთა პარტიის წევრი, მონაწილეობას იღებდა დუშეთში გლეხებისა და ბოლშევიკების აჯანყების ჩახშობასა და კომუნისტების დახვრეტაში.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: შანიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

დაპატიმრების თარიღი: 09/25/1937; იმყოფება თბილისის ციხეში.