ვაისი ალადარ კარლოს ძე (1898)
- დაბადების თარიღი: 1898 წ.
- სახელის ვერსიები: ვეილი ალადარ კარლოს ძე
- დაბადების ადგილი: ქ. ბუდაპეშტი, უნგრეთი
- ეროვნება: უნგრელი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით საზღვაო მექანიკოსი; მეზღვაურთა საერთაშორისო კლუბის გამგე.
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. ბათუმი, საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ, ბაქოს ქ. # 4
- დაპატიმრების თარიღი: 10/25/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო გერმანიის ჯაშუში 1931 წლიდან დაპატიმრებამდე 25.10- 1937 წ. აგროვებდა და გადასცემდა გერმანიის დაზვერვას ჯაშუშურ ცნობებს, გერმანიის დაზვერვისთვის ააშკარავებდა გერმანელ ანტიფაშისტ მეზღვაურებს, იღებდა ანაზღაურებას ჯაშუშობისთვის. ბრალდებულმა ა.კ. ვეისმა მისთვის წაყენებული ბრალდებები აღიარა და თავი დამნაშავედ ცნო.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: მინინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-6
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
წარსულში: გერმანიის კომუნისტური პარტიის წევრი. გერმანიის კომპარტიის ყოფილი წევრი. მსახურობდა ავსტრია-გერმანიის არმიაში უმცროს ოფიცრად. 1931 წ. გერმანიიდან ჩავიდა სსრკ-ში. რეაბილიტაცია: ამიერკავკასიის სამხედრო ტრიბუნალის განჩინებით საქ. სსრ შინსახკომის სამეულის 28/12-1937წ. გადაწყვეტილება გაუქმებულია, საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.