ვარნაზოვი გიორგი ივანეს ძე (1900)

  • დაბადების თარიღი: 1900 წ.
  • სახელის ვერსიები: ვარნაზოვი გარეგინ ივანეს ძე
  • დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: სომეხი
  • სოციალური წარმომავლობა: მუშა
  • განათლება: წერა-კითხვის მცოდნე
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით ზეინკალი, მძღოლი. მუშაობდა „სოიუზტრანსში“ (საკავშირო სატრანსპორტო გაერთიანება) პარტკომის მდივნად.
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, ორჯონიკიძის ქ. # 43
  • პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი 1921 წლიდან. სამჯერ იყო გარიცხული სკკპ(ბ) რიგებიდან კ/რ საქმიანობისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო.

  • დაპატიმრების თარიღი: 11/16/1935 წ.
  • ბრალად ედება: რომ სისტემატურად ეწეოდა კ/რ აგიტაციას, იბირებდა კ/რ ორგანიზაციაში სხვადასხვა პირებს პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების განსახორციელებლად. იყენებდა ცილისმწამებლურ და ანტიპარტიულ კ/რ გამოთქმებს სკკპ(ბ) ბელადის მიმართ. იმყოფებოდა შიდა იზოლატორში 1935 წლის 16 ნოემბრიდან.
  • გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მომხსენებელი: ალტაევი, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
  • მუხლი: 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან