ვასაძე თეიმურაზ ბესარიონის ძე (1902)
- დაბადების თარიღი: 1902 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ოზურგეთი
- ეროვნება: ქართველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სამთო მსროლელთა 187-ე პოლკის შენაერთის ხელმძღვანელი; წოდება - უფროსი ლეიტენანტი. მუშათა და გლეხთა წითელი არმიის რიგებიდან გარიცხეს 1937 წელს.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი, პარტიიდან გარიცხეს 1937 წელს, ხალხის მტრებთან კავშირის გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო კონტრრევოლუციური, ტროცკისტული, მეამბოხე ორგანიზაციის წევრი , რომელიც ამზადებდა სამხედრო აჯანყებას საბჭოთა ხელისუფლების დასამხობად. ჰქონდა დავალება ერთ-ერთი ხელმძღვანელისაგან, რომ მოემარაგებინა კონტრრევოლუციური ორგანიზაცია მასრებითა და იარაღით. ამ დავალების შესრულების დროს კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელს გადასცა ცეცხლსასროლი იარაღი.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ცუცქირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ბ, 58-11.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან