ვეინბერგერი ედუარდ ივანეს ძე (1907)
- დაბადების თარიღი: 1907 წ.
- სახელის ვერსიები: ვეინბერგერი ედუარდ ანდრიას ძე
- დაბადების ადგილი: ოდესის ოლქი, მოსტოვის რ-ნი, სოფ. როშტადტი, უკრაინა
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: გერმანელი
- სოციალური წარმომავლობა: კულაკი, განკულაკებული.
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: უპროფესიო. სალიბაურის ჩაის საბჭოთა მეურნეობაში ჩაის მიმწოდებელი მუშა
- საცხოვრებელი ადგილი: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური, საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ
- პარტიულობა: უპარტიო
- დაპატიმრების თარიღი: 04/23/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ 1) 1932 წლიდან დაპატიმრების დღემდე 24/04-1937წ. იყო კ/რ ფაშისტური, მეამბოხე-ტერორისტული და ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი. გამუდმებით ეწეოდა კ/რ საქმიანობას და იბრძოდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. თავდაპირველად იყო კ/რ ფაშისტურ მეამბოხე ტერორისტულ და ჯაშუშურ ორგანიზაციაში ქ. როშტადტში (ოდესის ოლქი), ხოლო როშტადტში ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემდეგ, 1935 წელს სალიბაურის საბჭოთა მეურნეობაში შექმნა კ/რ ფაშისტური, მეამბოხე- ტერორისტული ორგანიზაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1936 წლის დასაწყისამდე, კ/რ ფაშისტურ მეამბოხე ტერორისტულ და ჯაშუშურ ორგანიზაციასთან გაერთიანებამდე, რომელსაც ხელმძღვანელობდა გერმანული დაზვერვის აგენტი ალექსანდრ ცენტნერი. 2) ორგანიზაციის დავალებით ამზადებდა გერმანელებს შეიარაღებული აჯანყებისთვის საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და მასობრივი ტერორისტული აქტების განსახორციელებლად კომპარტიისა და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ. 3) კ/რ ორგანიზაციის გადაწყვეტილებით უნდა გამგზავრებულიყო ოდესაში, იქ კომპარტიისა და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების განსახორციელებლად. ბრალდებულმა პ.ა ვეინბერგერმა სრულად ცნო თავი დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მომხსენებელი: გუბანოვი, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
- მუხლი: 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
“სამხედრო კოლეგიის სიაში შეცდომითაა მითითებული დაპატიმრებული ვეინბერგერის სახელი-ედუარდი. მისი ზუსტი გვარი, სახელი, მამის სახელია: ვეინბერგერი პეტრე ანდრეას ძე”. – 1937 წლის 16 სექტემბრის ცნობა.