ვერხოვსკი დავით ვასილის ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: უკრაინა, კრასნოგრადის რაიონი, სოფ. პარასკოვია
- ეროვნება: უკრაინელი
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე ასრულებდა კავკასიის სამთო მსროლელთა დივიზიის მე-9 ბანაკის მშენებლობის ხელმძღვანელის მოვალეობას.
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ 1. იყო კონტრრევოლუციური ტროცკისტულ-ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა არსებული წყობილების შეცვლას კონტრრევოლუციური გადატრიალების ორგანიზებით. 2. დრაგილევის დავალებით ეწეოდა მავნებლობას კავკასიის სამთო მსროლელთა მე-9 დივიზიის ბანაკის მშენებლობაში. ჯაშუშურ კავშირში იყო დრაგილევთან, იყო მეკავშირე სხვა ჯაშუშებთან, გადასცემდა კორესპონდენციას, აგრეთვე ვითომდა ბანკეტებზე აწყობდა შეხვედრებს კონტრრევოლუციონერ ჯაშუშებთან.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კულაგინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-а, 58-7, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
1919-1920 წლებში მსახურობდა დენიკინის თეთრ არმიაში, მონაწილეობდა ტაგანროგთან ბრძოლაში წითელი არმიის წინააღმდეგ.