ვოვჩენკო ვიქტორ ფილიმონის ძე (1886)

  • დაბადების თარიღი: 1886 წ.
  • დაბადების ადგილი: ოდესის ოლქი, ქ. ნოვოგეორგიევსკი, უკრაინა
  • ეროვნება: უკრაინელი
  • სოციალური წარმომავლობა: მეშჩანი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ტვირთების/ნივთების გადაზიდვის განყოფილების უფროსი. გადამდგარი მე-3 რანგის ინტენდანტი.
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ1) იყო წევრი კ/რ ტროცკისტული, ტერორისტული, მავნებლური, ჯაშუშური სამხედრო ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს.მ. კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში (1934-37 წწ-ში) გეგმავდა ტერაქტებს პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; 2) იყო კ/რ ტროცკისტული სამხედრო ორგანიზაციის მონაწილე, ჰქონდა დავალება და ეწეოდა ძირგამომთხრელ, კ/რ მავნებლურ საქმიანობას სამხედრო ნაწილების საქონლით მომარაგების უზრუნველყოფისას. კ/რ ორგანიზაციაში იბირებდა ახალ წევრებს. თავი არ ცნო დამნაშავედ. მხილებულია დ.ფ. ტორბაკოვის, ა.ტ. გაიტმანის და ი.ვ. ბოროვსკოვის ჩვენებებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კულაგინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მსახურობდა სამეფო არმიაში გადამწერად.