ვოლკოვი ალექსანდრე ევთის ძე (1902)
- დაბადების თარიღი: 1902 წ.
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით მოანგარიშე. დაპატიმრებამდე მუშაობდა ზემო სვანეთის საგზაო მშენებლობაზე
- პარტიულობა: ალკკ წევრი; დადასტურებულია, რომ 1923 წელს ალკკ-დან გარიცხეს ბანქოს თამაშისა და ქურდობისათვის.
- ბრალად ედება: რომ 1927 წელს დონბასში გადაიბირეს კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში და ეწეოდა მავნებლობას. კონტრრევოლუციურ საქმიანობას განაგრძობდა დაპატიმრებამდე. გამოძიების მსვლელობისას პროვოკაციულად იქცეოდა.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: აივაზოვი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან