ვოლკოვი ალექსეი ივანეს ძე (1898)
- დაბადების თარიღი: 1898 წ.
- დაბადების ადგილი: რუსეთი, ქ. ელეცი ეროვნება
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მუშათა და გლეხთა მილიციის სამმართველოს განსაკუთრებული ინსპექციის უფროსი
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1918 წლიდან; გაირიცხა დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი მემარჯვენეთა კონტრრევოლუციურ-ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციისა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ტერორის გამოყენებით და დივერსიულ-მავნებლური აქტების მოწყობით, შეიარაღებული აჯანყების მომზადებით და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დაპყრობით. იყო წევრების მიერ საკავშირო კპ(ბ)- სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ტერორისტული აქტების მომზადების საქმის კურსში. ტერორისტულ ჯგუფში ორგზის იყო გადაბირებული. ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სიძლიერის შესასუსტებლად, მოშალა ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მუშათა და გლეხთა მილიციის სამმართველოს განსაკუთრებული ინსპექციის მუშაობა, გასცა მითითებები, რომ შეეწყვიტათ აგენტურული საქმიანობა, ქმნიდა წინააღმდეგობებს სამძებრო სამუშაოში, ინარჩუნებდა კ/რ კადრებს მილიციაში და ხელს აფარებდა სოც. ქონების დამტაცებლებს.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ლაპინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-11, 19-58-8.
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან