ვოლკოვსკი ივანე გიორგის ძე (1896)
- დაბადების თარიღი: 1896 წ.
- სახელის ვერსიები: ფომიჩევი ივანე გიორგის ძე
- დაბადების ადგილი: რუსეთი, სარატოვის გუბ./ოლქი, სოფ. უგლიოვკა
- სოციალური წარმომავლობა: სასულიერო წოდების
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - აფხაზეთის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1919 წლიდან. 1921 წ. გაირიცხა პარტიული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო. 1923 წლიდან - სკკპ(ბ) წევრობის კანდიდატი და სკკპ(ბ) წევრი - 1927 წლიდან. გაირიცხა 1937 წელს კ/რ საქმიანობისათვის.
- ბრალად ედება: რომ იყო გერმანიის დაზვერვის აგენტი და 1927 წლიდან ეწეოდა აქტიურ ჯაშუშურ და ძირგამომთხრელ საქმიანობას. ამასთან ერთად 1934 წელს უშუალო მონაწილეობას იღებდა ამხანაგ სტალინის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებაში. 1936 წელს ბრალდებული ვოლკოვსკი-ფომიჩევი უშუალოდ ამზადებდა ტერორისტულ აქტებს ამხ. სტალინისა და საქართველოს კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის მდივნის, ამხ. ბერიას წინააღმდეგ. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1938 წ., მომხსენებელი: პარამონოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან