ვოლოშინი ვლას ავქსენტის ძე (1894)
- დაბადების თარიღი: 1894 წ.
- სოციალური წარმომავლობა: ხელოსანი
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მე-9 დივიზიასთან არსებული შინსახკომის განსაკუთრებული განყოფილების ყოფილი უფროსი. 1917-1920წწ. მსახურობდა წითელ არმიაში, 1920 წლიდან დაპატიმრების დღემდე - სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოში.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1917 წლის მაისიდან; პარტიიდან გარიცხულია დაპატიმრების გამო მოცემულ საქმესთან დაკავშირებით.
- დაპატიმრების თარიღი: 05/30/1938 წ.
- ბრალად ედება: რომ 1935 წლიდან იყო შინსახკომის ორგანოების სისტემაში არსებული კ/რ შეთქმულების მონაწილე. თავისი გადამბირებელის, მაქსიმენკოს დავალებით ზემოაღნიშნულ შეთქმულებაში გადაიბირა თავისი ორი თანაშემწე, აზაროვი და სუდარიკოვი. ეწეოდა მავნებლობას ოპერატიულ-ჩეკისტურ სამუშაოზე.
- მუხლი: 58-8, 58-11, 58-14
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
სხდომის გადაწყვეტილება: გათავისუფლებულია. წითელ არმიაში და საკავშირო საგანგებო კომისია-გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო-შინსახკომის ორგანოებში მსახურის პერიოდში მიღებული აქვს ჯილდოები: შრომის წითელი დროშის ორდენი სომხეთის სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისგან, “საპატიო ჩეკისტის” სამკერდე ნიშანი, საბრძოლო იარაღი. საქართველოს სასაზღვრო ოლქის შინსახკომის ჯარების სამხედრო პროკურორის მოადგილის, მე-2 რანგის სამხედრო იურისტის, დოროხინის 29/12-1940წ. დადგენილებით ვ. ა. ვოლოშინის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყვეტილია და იგი გათავისუფლებულია.