ზაარი ერჰარდ იაკობის ძე (1913)
- დაბადების თარიღი: 1913 წ.
- დაბადების ადგილი: ხერსონის ოლქი, კახოვკის რაიონი, სოფ. ოლგინო, უკრაინა
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: გერმანელი
- სოციალური წარმომავლობა: განკულაკებულის შვილი.
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით - ხურო.ხურო - ქალაქის საყოფაცხოვრებო კავშირში. მუშაობდა ხუროდ სალიბაურის ჩაის საბჭოთა მეურნეობაში.
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. ბათუმი, საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ
- პარტიულობა: 1931 წლიდან იყო ალკკ წევრი, მექანიკურად გავიდა.
- დაპატიმრების თარიღი: 07/02/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ 1) 1936 წლიდან დაპატიმრების დღემდე 02/07-1937წ. იყო კ/რ ფაშისტური მეამბოხე ტერორისტული დივერსიული და ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა გერმანელი მზვერავი; 2) ამზადებდა გერმანელებს შეიარაღებული აჯანყებისთვის, ტერორისტული აქტებისა და დივერსიულ- ძირგამომთხრელი საქმიანობის განსახორციელებლად; 3) 1935 წლიდან 1937 წლის დასაწყისამდე იყო გერმანული დაზვერვის აგენტი და ახორციელებდა დაზვერვით- ჯაშუშურ საქმიანობას; 4) ემზადებოდა ნაგებობში ხანძრის მოწყობისა და დივერსიულ- ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის. ბრალდებულმა ერჰარდ ზაარმა წაყენებული ბრალდებები აღიარა და სრულად ცნო თავი დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მომხსენებელი: დიხამიძე, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
- მუხლი: 58-1-а, 58-2, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან