ზარდანია იასონ დიმიტრის ძე (1902)
- დაბადების თარიღი: 1902 წ.
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: აფხაზეთის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მუშათა და გლეხთა მილიციის განყოფილების უფროსი
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი კ/რ მეამბოხე ორგანიზაციისა, რომელშიც გადაიბირა უკვე დახვრეტილმა ხალხის მტერმა ვასილ ლაკობამ. კ/რ მეამბოხე ორგანიზაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნ. ლაკობა, ამზადებდა აჯანყებას საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მიზნით. ბრალდებული ზარდანია იყო ამ ორგანიზაციის აქტიური წევრი და აჯანყების დროს უნდა ეხელმძღვანელა შეიარაღებული შენაერთისათვის. ამ ორგანიზაციაში შედიოდნენ პოლკის მეთაურის თანაშემწე გორდეევი და ესკადრონის ხელმძღვანელი ჩერქეზია. აფხაზეთის მუშათა და გლეხთა მილიიციის სამმართველოს უფროსმა ვასილ ლაკობამ მილიციის თანამშრომლებს შორის შექმნა კ/რ ორგანიზაცია და ორგანიზაციის წევრები დააკავშირა იასონ ზარდანიასთან. ვასილ ლაკობას დაპატიმრების შემდეგ ზარდანია არ წყვეტდა თავის კ/რ საქმიანობას, პირიქით, იბირებდა ახალ წევრებს კ/რ ორგანიზაციაში და ამზადებდა სამხედრო აჯანყებას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ბრალდებულმა თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: მარტიროსოვი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან