ზაქარეიშვილი ეპრაქსი გიორგის ასული (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი, სოფ.ფარცხმა, საქართველო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ლიტერატურისა და გამომცემლობის მთავარი სამმართველოს (მთავლიტის) უფროსის მოადგილე
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1927 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს 1937 წელს.
- ბრალად ედება: რომ გადაბირებულ იქნა ანტისაბჭოთა ტერორისტულ, მავნებლურ, მემარჯვენე ორგანიზაციაში სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, უკვე გასამართლებული ხალხის მტრის, კარლო ორაგველიძის მიერ. ეწეოდა მავნებლობას, სახელმძღვანელობს გამოსცემდა კ/რ დამახინჯებებით, ანტისაბჭოთა ფორმულირებებითა და ილუსტრაციებით. მხილებულ იქნა კ.შ. ორაგველიძის, გ.ზ. რუხაძის, ვ.ი. ლუარსამიძის და შ.ნ. სვანიძის ჩვენებების საფუძველზე.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: მოვსესოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
გასამართლებული ხალხის მტრის ამბროსი ზაქარეიშვილის ცოლი.