ზიკანოვი ვასილი ნიკოლოზის ძე (1902)
- დაბადების თარიღი: 1902 წ.
- დაბადების ადგილი: მორდოვია, რუსეთი
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: კავკასიის მე-20 სამთო-მსროლელი დივიზიის პოლიტგანყოფილების ყოფილი ინსტრუქტორი; წოდება - ბატალიონის კომისარი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1921 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ 1) იყო აქტიური წევრი კ/რ მემარჯვენე-ტროცკისტული მავნებლური ჯაშუშური სამხედრო ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს.მ კიროვის ავაზაკური მკვლელობა და შემდგომ წლებში(1934-1937) ამზადებდა ტერაქტებს სკკპ(ბ)-ს და საბჭოთა მთარობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ; 2) იყო კ/რ მემარჯვენე-ტროცკისტული, მავნებლური სამხედრო ორგანიზაციის აქტიური წევრი. ეწეოდა ფართომასშტაბიან გადაბირებით და მავნებლურ ძირგამომთხრელ საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო საბჭოთა ხელისუფლების თავდაცვისუნარიანობის და მუშათა და გლეხთა წითელი არმიის ბრძოლისუნარიანობის შესუსტებისაკენ. აბრამოვის და სხვათა ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გუსევი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
თავი სრულად ცნო დამნაშავედ. მხილებულია ბრალდებულების: ა.ე. როზოვის, ა.პ. ურიადანიკის ოჯახიდან. გაირიცხა მუშათა და გლეხთა წითელი არმიიდან წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით. წითელ არმიაში მსახურობდა 1924 წლიდან.