ზლატმანი იოსიფ სამუილის ძე (1907)
- დაბადების თარიღი: 1907 წ.
- დაბადების ადგილი: ოდესის ოლქი, სოფ. ოვდოპოლი, უკრაინა
- ეროვნება: ებრაელი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: თბილისის სატელეფონო ავტომატური სადგურის დირექტორის მოადგილე
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი კ/რ მემარჯვენე ორგანიზაციისა, სადაც 1936 წელს გადაიბირეს ხალხის მტერმა უჩანეიშვილმა და თბილისის სატელეფონო ავტომატური სადგურის დირექტორმა, რეპრესირებულმა მიხეილ ქავჟარაძემ. აქტიურად ეწეოდა მავნებლობას თბილისის სატელეფონო ავტომატურ სადგურში. წაყენებულ ბრალდებებში თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: შევარდნაძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან