ზოიძე კონსტანტინე ივანეს ძე (1899)
- დაბადების თარიღი: 1899 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ლანჩხუთი, სოფ. ჩიბათი
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ქალაქ თბილისის კომენდანტი, წოდება - მაიორი
- პარტიულობა: სკპ(ბ) პარტიიდან გარიცხეს, რადგან დააპატიმრეს
- დაპატიმრების თარიღი: 02/09/1938 წ.
- ბრალად ედება: რომ 1. იყო მონაწილე კონტრრევოლუციური, ტროცკისტულ-ტერორისტული ორგანიზაციისა, რომელმაც 1/12/1934 წელს განახორციელა ს.მ. კიროვის საზარელი მკვლელობა და ამზადებდა შემდეგ წლებში ტერორისტულ აქტებს სკპ(ბ) ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 2. 1930 წლიდან შედიოდა სამხედრო ტროცკისტულ ორგანიზაციაში, რომელიც ამზადებდა სამხედრო აჯანყებას საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მიზნით. 3. მავნებლობდა მუშათა და გლეხთა წითელი არმიის სიძლიერის შესასუსტებლად. 4. იბირებდა ახალ წევრებს კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში. თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: დუდკინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-8. 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მსახურობდა ძველ არმიაში, უფროს უნტერ-ოფიცრად, მენშევიკურ არმიაში რიგითად. მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში - 1921 წლიდან. რეაბილიტაცია: მოქ. კონსტანტინე ივანეს ძე ზოიძის ბრალდების საქმეს გადახედა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალმა 1956 წლის 10 აპრილს. კონსტანტინე ივანეს ძე ზოიძის მიმართ სამეულის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გაუქმებულია და ზოიძე რეაბილიტირებულია.