თაბაგარი ივანე ანტონის ძე (1909)
- დაბადების თარიღი: 1909 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ზესტაფონი, სოფ. შრომა
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - კავკასიის კავალერისტთა დივიზიის თადარიგის მე-17 ესკადრონის ქვეგანყოფილების ვეტექიმი
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ 1.იყო კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 1. 12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის საზარელი მკვლელობა და 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიის ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 2. 1937 წლიდან დაპატიმრების დღემდე იყო აქტიური მონაწილე კონტრრევოლუციური სამხედრო- მავნებლური ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა მუშათა და გლეხთა წითელი არმიის თავდაცვისუნარიანობის სიძლიერის დასუსტებას. 3. ეწეოდა აქტიურ მავნებლურ საქმიანობას კავკასიის კავალერისტთა მე-17 დივიზიის საცხენოსნო შემადგენლობის ნაწილებში.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ლიფშიცი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ბ, 58-7, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან