თათანაშვილი პავლე იოსების ძე (1907)

  • დაბადების თარიღი: 1907 წ.
  • დაბადების ადგილი: ქ. თბილისი, საქართველო
  • ოჯახური მდგომარეობა: მეუღლეს გაცილებული
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: მუშა
  • განათლება: დაწყებითი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქართველოს კომპარტიის ლენინის სახ. რაიკომის სატრანსპორტო განყოფილების მესამე მდივანი; ვაგონშემკეთებელი ქარხნის ყოფილი პარტიული ორგანიზატორი (პარტორგი).
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1927 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა დაკავებამდე რამდენიმე ხნით ადრე.

  • დაპატიმრების თარიღი: 10/04/1937 წ.
  • ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენე ახალგაზრდული კ/რ ორგანიზაციის წევრი, შედიოდა ტერორისტულ ჯგუფში, რომელიც შეიქმნა გ. გიორგობიანის მითითებით. ხელს უწყობდა მავნებლობას, რომელიც ხორციელდებოდა კ/რ ორგანიზაციის მიერ, პ. ვაჭარაძის უშუალო ხელმძღვანელობით. ანაგვიანებდა ვაგონშემკეთებელი ქარხნის კადრებს ა/ს ელემენტებით. კ/რ ორგანიზაციაში იბირებდა ახალ წევრებს.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: რუბეცი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

სამხედრო სამსახური არ მოუხდია.