თუმანოვი ლეონ გიორგის ძე (1890)
- დაბადების თარიღი: 1890 წ.
- ეროვნება: სომეხი
- სოციალური წარმომავლობა: აზნაური
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: "სტანკინპრომის"(ჩარხმშენებელი ქარხნის) იურისკონსულტი.
- პარტიულობა: უპარტიო; წარსულში - ესერთა პარტია
- ბრალად ედება: რომ იყო არალეგალური "ამიერკავკასიის ესერთა ბიუროს" ხელმძღვანელი, უშუალო კავშირი ჰქონდა საკავშირო კ/რ ცენტრთან, ეწეოდა ინტენსიურ საქმიანობას და იყო საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ტერაქტების მომზადების საქმის კურსში. დანაშაული აღიარა. მხილებულია მესხის, თარხანოვის, ტერ-ნერსესოვის, ენგიბარიანის, პივოვაროვის, ავეტიკიანის და სხვათა ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ღარიბოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან