იანკონსკოვი კონსტანტინე ბრონისლავის ძე (1899)
- დაბადების თარიღი: 1899 წ.
- დაბადების ადგილი: პოლონეთი, ვილნოს გუბერნია, სოფ. ზიკევიჩი
- ეროვნება: პოლონელი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: იანკონსკოვი 1920 წლიდან იყო სკპ(ბ) წევრი; იყო კავკასიის 1-ლი კავალერიის დივიზიის შტაბის უფროსი. წოდება მაიორი.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი, გაირიცხა, რადგან კავშირი ჰქონდა ფარულ, მავნებლურ საქმიანობასთან.
- ბრალად ედება: რომ იყო კ/რ ტროცკისტული ტერორისტულ-დივერსიული, მავნებლური ორგანიზაციის წევრი. 01/12/1934 წელს მონაწილეობა მიიღო კიროვის მკვლელობაში. მან მოამზადა სკპ(ბ)-ს პარტიის და საბჭოთა სახელმწიფოს ხელმძღვანელების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტი. 1935 წელს იყო აქტიური კ/რ სამხედრო ორგანიზაციის წევრი, რომელიც ემზადებოდა მოეხდინა საბჭოთა სახელმწიფოში შეაიარაღებული გადატრიალება. ეწეოდა აქტიურ მავნებლურ საქმიანობას 1-ლ შტაბში. ჯაშუშობდა და ავრცელებდა საბჭოთა საიდუმლო ინფორმაციებს კ/რ ორგანიზაციის ხელშეწყობით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ლიფშიცი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ბ, 58-6, 58-8
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან