ივანიშვილი ნიკოლოზ გიორგის ძე (1891)
- დაბადების თარიღი: 1891 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი,
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: შემნახველი სალაროს მფლობელის შვილი.
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქ. მომარაგება-გასაღების დირექტორი
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1923 წლიდან; გაირიცხა დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
- ბრალად ედება: რომ 1926 წ.-დან დაპატიმრების დღემდე 1937 წ. ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას გერმანიის დაზვერვის სასარგებლოდ. კავშირში იყო გერმანიის რეზიდენტ ხ.ა კიურკჩიბაშევთან. 1929 წ. ნ.გ. ივანიშვილი შევიდა მემარჯვენეთა კ/რ დივერსიულ-მავნებლურ, ჯაშუშურ და ტერორისტულ ორგანიზაციაში, რომლის დავალებითაც მავნებლობდა „სოიუზტრანსში“ (საკავშირო ტრანსპორტი), „ვნეშტორგში“ (საგარეო ვაჭრობა), და „გრუზსნაბსბიტში“ (საქ. მომარაგება-გასაღებაში). შედიოდა საბრძოლო ტერორისტული ჯგუფის შემადგენლობაში და აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტული აქტების მომზადებაში საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. იბირებდა ახალ წევრებს კ/რ ორგანიზაციაში, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა სკკპ (ბ) წევრებისა და მთავრობის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ტერაქტების მოწყობა, რომელიც მიმართული იყო საბჭოთა ხელისუფლების დამხობისა და კაპიტალიზმის დამყარებისაკენ იბირებდა ახალ წევრებს
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ალექსეიჩუკი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ა, 58-7, 58-8, 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან