ივანოვი ნიკოლოზ გენადის ძე (1899)
- დაბადების თარიღი: 1899 წ.
- დაბადების ადგილი: რუსეთი, ს/პეტერბურგი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: მეშჩანი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ამიერკავკასიის რკინიგზის აეროკლუბის უფროსი.
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, ქობულეთის ქ.#23
- პარტიულობა: უპარტიო; სკკპ(ბ) პარტიიდან გაირიცხა 1923 წ. ნასამრთლობის გამო.
- დაპატიმრების თარიღი: 08/31/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო ამიერკავკასიის რკინიგზის „ოსოავიახიმის“ - თავდაცვა- ავიაქიმის საბჭოს (თავდაცვის, ავიაციისა და ქიმიური მშენებლობის ხელშემწყობი საზოგადოება) საგზაო-სატრანსპორტო სამსახურის სისტემაში არსებული კ/რ ძირგამომთხრელი მავნებლური ორგანიზაციის წევრი, ატარებდა პრაქტიკულ კ/რ ძირგამომთხრელ სამუშაოს ამიერკავკასიის რკინიგზის აეროკლუბში, ეწეოდა ა/ს აგიტაციას, ავლენდა ,,ველიკოდერჟავულ" შოვინიზმს.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: ცაგურია, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
დაპატიმრების თარიღი: 08/31/1937; იმყოფება თბილისის ციხეში. 1919 წლის მარტიდან 1920 წლის მაისამდე ტყვედ იყო გერმანელებთან.