ილენკო ანდრია გაბრიელის ძე (1886)
- დაბადების თარიღი: 1886 წ.
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მსახურობდა წითელ არმიაში 1917 წლიდან; დაპატიმრებამდე - куксз-ის (თადარიგის მეთაურთა შემადგენლობის გადამზადების კურსების) მასწავლებელი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1919 წლიდან. პარტიიდან გარიცხეს დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო კ/რ ტროცკისტული, მავნებლური, სამხედრო ორგანიზაციის წევრი. ეს ორგანიზაცია ემზადებოდა შეიარაღებული გადატრიალებისათვის საბჭოთა სახელმწიფოს დასამხობად. ილენკო ეწეოდა აქტიურ მავნებლურ საქმიანობას куксз-ის სისტემაში.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ცუცქირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მეფის არმიის ყოფილი პრაპორშჩიკი