ილიაშენკო კონსტანტინე სტეფანეს ძე (1882)

  • დაბადების თარიღი: 1882 წ.
  • დაბადების ადგილი: უკრაინა, კიევი
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: რუსი
  • სოციალური წარმომავლობა: აზნაური
  • განათლება: 1907 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: აგრონომი; ბათუმის ბოტანიკური ბაღის მეცნიერი თანამშრომლი
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ, ქობულეთის რაიონი, სოფ. ჩაქვი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ 1919 წლიდან იყო ინგლისური დაზვერვის აგენტი, ასრულებდა მის დავალებას და აწვდიდა ჯაშუშური ხასიათის ცნობებს. იყო მტრულად განწყობილი საბჭოთა ხელისუფლების მიმართ და ეწეოდა კონტრრევოლუციურ, ფაშისტურ აგიტაციას.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

აქვს კერძო სახლი, გასაბჭოებამდე - ჩაქვის საუფლისწულო მამულის მმართველი.