იოანიდი ოდისეი პეტრეს ძე (1902)
- დაბადების თარიღი: 1902 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, დაბა წალკა
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე მუშაობდა ბორჩალოს მანქანა- ტრაქტორების პარკის დირექტორად.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) პარტიიდან გარიცხულია როგორც ხალხის მტერი. სკპ(ბ) წევრი 1925 წლიდან.
- ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ მეამბოხე ორგანიზაციის წევრი და ბორჩალოს მანქანა-ტრაქტორების პარკის დირექტორის თანამდებობაზე ყოფნისას ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას. კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა საქ. სსრ კპ(ბ) ბორჩალოს რაიკომის ყოფილმა მდივანმა ა. ს. ცეხაძემ, რომლის დავალებითაც ატარებდა მავნებლურ სამუშაოს. 1937 წელს ცეხაძის დავალებით მანქანა-ტრაქტორთა პარკიდან დაითხოვა 40 მუშა, რითაც კოლმეურნეობებში ჩაშალა მოსავლის აღების კამპანია. შეგნებულად არ აშენებდა ფარდულებს, უმეთვალყურეოდ ტოვებდა სოფლის მეურნეობის მანქანებს, რის გამოც ისინი გამოდიოდა მწყობრიდან და მათ იპარავდნენ. თავის გარშემო, მავნებლური მიზნით, იკრებდა საბჭოთა ხელისუფლებით უკმაყოფილო ელემენტებს. დანაშაული აღიარა.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან