იოვიძე ისმაილ სტეფანეს ძე (1884)
- დაბადების თარიღი: 1884 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ქუთაისი, სოფ. ჯიმასტარო
- სქესი: კაცი
- ეროვნება: ქართველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სრულიად საკავშირო სავაჭრო პალატის საქართველოს ფილიალის თავმჯდომარე.
- პარტიულობა: სკკპ (ბ) წევრი 1934 წლიდან.
- ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ დივერსიულ-მავნებლური, ტერორისტული ორგანიზაციის აქტიური წევრი, კ/რ საქმიანობით დაკავშირებული იყო დასახელებული კ/რ ორგანიზაციის ხელმძღვანელ წევრებთან, სრულად იზიარებდა მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის მითითებებს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეიარაღებული აჯანყების მომზადებასა და საბჭოთა მთავრობისა და პარტიის ხელმძღვანელების წინააღმდეგ ტერაქტების ჩატარების შესახებ. ეწეოდა ძირგამომთხრელ მავნებლურ საქმიანობას. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: ბაბალოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან