იოფე მოსე დავითის ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: აჭარა, ბათუმი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ებრაელი
- სოციალური წარმომავლობა: ვაჭარი, ყოფილი ვაჭრის ოჯახიდან.
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე მუშაობდა ორთაბათუმის ჩაის ფაბრიკის ტექნოლოგად.
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ, ბათუმი, თბილისის ქ. #30
- პარტიულობა: უპარტიო
- დაპატიმრების თარიღი: 08/02/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ 1934 წლიდან დაპატიმრების დღემდე იყო ჩაქვის ფაბრიკაში არსებული კ/რ დივერსიული, მავნებლური და ჯაშუშური ორგანიზაციის აქტიური წევრი. ეწეოდა დივერსიულ, მავნებლურ-ძირგამომთხრელ საქმიანობას ჩაის მრეწველობის დარგში, აფუჭებდა ჩაის პროდუქციის ხარისხს და წარმოებაში არ უშვებდა მწვანე ბაიხის ჩაის იაპონური დაზვერვის ინტერესების გამო. თავისი დივერსიულ- მავნებლური საქმიანობით სახელმწიფოს მიაყენა 200 000 მანეთის მატრიალური ზარალი. 1934 წლიდან დაპატიმრების დღემდე (02/VIII-1937 წ.) იყო იაპონიის დაზვერვის აგენტი. დივერსიული, მავნებლური და ჯაშუშური საქმიანობისთვის იაპონელი მზვერავის, სუგაკასგან მიიღო თანხა 5 000 მანეთის ოდენობით. ბრალდებულმა იოფემ წაყენებული ბრალდებები სრულად აღიარა.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: მინინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ა, 58-9, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან